VII კლასის მოსწავლეების ინიციატივით გაიმართა ინტელექტუალური თამაში, რომელშიც VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
აქტივობა სასწავლო მასალაზე იყო დაფუძნებული და მოსწავლეებს მიღებული ცოდნის შემოწმებასა და განმტკიცებაში დაეხმარა.
თამაში საინტერესო, აქტიურ და მეგობრულ გარემოში ჩატარდა, რამაც მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაცია გაზარდა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია VII კლასის მოსწავლეთა მონდომება, რომლებმაც შექმნეს სასწავლო და სახალისო გარემო თანატოლებისა და უმცროსი მოსწავლეებისთვის. გამოავლინეს ლიდერობის, პასუხისმგებლობისა და გუნდური მუშაობის უნარები.
მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერებას, მოსწავლეთა თვითგამოხატვასა და სასწავლო პროცესისადმი დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.